სიახლეები
04 მარტი 2014
განახლებული საგრანტო ხელშეკრულება კავკასიის ბუნების ფონდსა (CNF) და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის
2014 წლის 28 თებერვალს, 14:00 საათზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ხელმძღვანელმა დევიდ მორისონმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმახათუნა გოგალაძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძემ განახლებულ საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
27 თებერვალი 2014
ხანძარი ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ტრადიციული გამოყენების ზონაში
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ცნობით, 2014 წლის 21 თებერვალს ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში, კერძოდ კი ნათლისწყლის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 700 ჰა ფართობის სასაძოვრე ბალახის საფარი განადგურდა.
26 თებერვალი 2014
კონკურსი ყაზბეგის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის
ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნო სამხრეთ კავკასიაში ბუნების კონსერვაციისათვის (TJS), გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტსა და რეგიონულ სამუშაო ჯგუფთან თანამშრომლობით, ყაზბეგის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს სპეციალურ პროგრამას.
25 თებერვალი 2014
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი სომხეთში
2014 წლის 20-22 თებერვალს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე, ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს (TJS) პროგრამის ფარგლებში სამუშაო ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა.
25 თებერვალი 2014
ზამთრის ტურიზმის განვითარების პერსპექტივები თუშეთში
2014 წლის 21 თებერვალს, სოფელ ქვემო ომალოში, თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა შეხვედრა, რომლის მიზანს თუშეთში ზამთრის ტურიზმის განვითარების პერსპექტივების განხილვა წარმოადგენდა.
20 თებერვალი 2014
საქართველოს ბანკთან ხელშეკრულება გაფორმდა
2014 წლის 18 თებერვალს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს ბანკს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კოლხეთის განვითარების ფონდში ჩარიცხული თანხები განთავსდება აღნიშნული ბანკის ისეთ ანგარიშზე, რომელზედაც მოხდება საპროცენტო სარგებელის დარიცხვა.
19 თებერვალი 2014
ტრენინგი პირველადი სამედიცინო დახმარების საკითხებში
2014 წლის 18 თებერვალს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, სამედიცინო კომპანია „მედესკორტმა“ დაცული ტერიტორიების ადმინის-
ტრაციების თანამშრომელთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების თემაზე ტრენინგი ჩაატარა.
17 თებერვალი 2014
კონკურსი ყაზბეგის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის
ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნო საქართველოში, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ყაზბეგის მუნიციპალი-
ტეტთან თანამშრომლობით, ყაზბეგის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითა-
რების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს სპეციალურ პროგრამას.
16 თებერვალი 2014
გამკაცრებული კონტროლი თბილისის ეროვნულ პარკში
თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის მარტყოფის უბანში, ამავე ადმინისტრაციის რეინჯერების მიერ, 2014 წლის 11 და 14 თებერვალს გამოვლენილი იქნა ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები.
14 თებერვალი 2014
ეკო ტურიზმის განვითრების სამუშაო შეხვედრა ქორთიარდ მერიოტში
2014 წლის 13 თებერვალს, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც სქართველოს დაცულ ტერიტორიებსა და ეროვნულ პარკებში ეკო და ბიომრავალფეროვნებაზე დაფუძნებული ტურისტული პროდუქტების განვითარების საკითხს ეხებოდა.
12 თებერვალი 2014
შეხვედრა მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ოფისში
2014 წლის 11 თებერვალს, მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ოფისში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე, რეგიონული განვითარების პროექტების ჯგუფის ხელმღვანელს საქართველოში აჰმედ ეივეიდა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლი გიგა გველესიანი ესწრებოდნენ.
11 თებერვალი 2014
დაცული ტერიტორიების თავმჯდომარის ვიზიტი სტეფანწმინდაში
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთობლივი ინიციატივის საფუძველზე, 2015 წლის ზაფხულის სეზონს ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა სპეციალისტები და ასევე, ტურიზმის ადმინისტრაციის რეგიონული თანამშრომლები ახალ, საერთო ადმინისტრციულ შენობაში შეხვდებიან.
05 თებერვალი 2014
დაძმობილების პროექტის (TWINNING) რიგით მესამე სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა
მიმდინარე წლის 4 თებერვალს, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოში, ევროკავშირის საჯარო სამსახურებ-
თან დაძმობილების პროექტის (TWINNING) - “საქართველოს დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გაძლიერება” რიგით მესამე სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა გაიმართა.
05 თებერვალი 2014
ხანძარი ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე
3 თებერვალს ღამით, ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე მდებარე ისპანის ჭაობს ხანძარი გაუჩნდა. ქობულეთის დაცული ტერიტორიები, რომელიც ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალსა (ისპანი I) და ქობულეთის აღკვეთილს (ისპანი II) მოიცავს შავი ზღვის გასწვრივ, ქალაქ ქობულეთის აღმოსავლეთით მდებარეობს.
05 თებერვალი 2014
ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისისი სახლემწიფო უნივერსიტეტში ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. იხილეთ სიუჟეტი.
