სიახლეები
23 მაისი 2014
საძოვრების მართვა
გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივით, საძოვრების მართვასთან დაკავშირებით პირველი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა დაინტერესებული სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დონორები და ექსპერტები. დაცული ტერიტორიების სააგენტოს შეხვედრაზე წარმოადგენდნენ თავმჯდომარის მოადგილეები ბაკურ კვარაცხელია და ლაშა მოისწრაფიშვილი. მათ წარმოადგინეს პრეზენტაციები სადაც, განხილული იყო დაცულ ტერიტორიებზე საძოვრებთან მიმართებაში არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და გადაჭრის გზები.
13 მაისი 2014
ტური ბავშვებისთვის პრომეთეს მღვიმეში
სამტრედიის 3 სხვადასხვა საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები დღეს პრომეთეს მღვიმეს ესტუმრნენ. მათ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ რატი ჯაფარიძემ უმასპინძლა და პრომეთეს მღვიმე დაათვალიერებინა.
05 მაისი 2014
ევროკავშირის ბუნებისდაცვითი კანონმდებლობის გაცნობა
ევროკავშირის ბუნებისდაცვითი კანონმდებლობის გაცნობა ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოში მიმდინარე „ევროკავშირის დაძმობილების პროექტის" (EU Twinning Project) ფარგლებში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
05 მაისი 2014
საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერა
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, „კავკასიის ბუნების ფონდსა" და „საქართველოს ბანკს" შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა.
22 აპრილი 2014
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს სახანძრო მანქანები გადაეცა
კომპანია „ენერგოტრანსმა" ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციიისთვის 2 პიკაპის ტიპის ავტომანქანა და მაღალი გამავლობის მობილური სახანძრო მანქანა შეიძინა.
14 აპრილი 2014
დაცული ტერიტორიების სააგენტო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში" მე-16 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიხსნა. გამოფენის მიზანი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის და დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციაა.
14 აპრილი 2014
სამუშაო შეხვედრა დაცული ტერიტორიების მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად გამოცხადების საკითხებზე
საქართველოს დაცული ტერიტორიების მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად გამოცხადების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
14 აპრილი 2014
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტის დასასრული
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტომ პროექტ „საქართველოს დაცული ტერიტორიების გაძლიერებაზე" მუშაობა დაასრულა.
02 აპრილი 2014
8.2 მილიონი ევრო დაცული ტერიტორიებისთვის
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გერმანულ საკონსულტაციო ჯგუფს (GFA) შორის ხელშეკრულება გაფორმდა.
31 მარტი 2014
დაცული ტერიტორიების ამსახველი ფოტოგამოფენა თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით დაცული ტერიტორიების ამსახველი ფოტო გამოფენა გაიხსნა.
25 მარტი 2014
ევროპული დიპლომი ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებისათვის
2014 წლის 24 მარტს, საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სამდივნოს ეგიდით სპეციალისტთა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანს სხვადასხვა დაცული ტერიტორიებისათვის ევროპული დიპლომის მინიჭების შესახებ დისკუსია წარმოადგენდა.
25 მარტი 2014
ტენდერი ჯავახეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობაზე
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოში მიმდინარე ჯავახეთის ეროვნული პარკის შექმნის პროექტის ფარგლებში ქ. ახალქალაქში ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა არის დაგეგმილი.
25 მარტი 2014
რუმინული ორგანიზაცია ProPark-ის სამუშაო ვიზიტი საქართველოში
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოში გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დაცული ტერიტორიების ეფექტური მართვისთვის შესაძლებლობების გაძლიერების გეგმების შემუშავება“ სამუშაო ჯგუფი ეწვია.
17 მარტი 2014
დასუფთავების აქცია აჯამეთის აღკვეთილში
დღეს, აჯამეთის აღკვეთილის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოეწყო. აქციის ინიციატორი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო და აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაციაა.
11 მარტი 2014
ავსტრიელი ექსპერტების ვიზიტი იმერეთის მღვიმეების დაცულ ტერიტორიებზე
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოში მიმდინარე ევროკავშირის „თვინინგის“ (Twinning) პროექტის „საქართველოს დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გაძლიერება“ ფარგლებში, მიმდინარე წლის 3 დან 9 მარტის ჩათვლით იმერეთის დაცულ ტერიტორიებზე სამუშაო ვიზიტით ავსტრიელი ექსპერტები - რუდოლფ პავუზა და მარტინ კრალიკი იმყოფებოდნენ.
