სიახლეები
20 სექტემბერი 2014
ჯავახეთის ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ბერიძემ ჯავახეთის ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობის პროცესი მოინახულა. ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის დაფინანსებითა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის გერმანიის ფილიალის ზედამხედველობით ხორციელდება.
10 სექტემბერი 2014
სასწავლო გაცვლითი ტური ესტონეთში
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ესტონეთის რესპუბლიკის გარემოსდაცვითი საბჭოს ერთობლივი პროექტის ,,ეროვნული დაცული ტერიტორიების ქსელის მართვა და ბუნების პრაქტიკული კონსერვაცია“ ფარგლებში, სსიპ დაცული ტერიტორიების თავმჯდომარე და თანამშრომლები სასწავლო გაცვლითი ვიზიტით ესტონეთში იმყოფებიან.
10 აგვისტო 2014
პეტრე ჭაბუკიანის 125 წლის იუბილე
სათაფლიის ადმინისტრაციაში პეტრე ჭაბუკიანის 125 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისი მოღვაწეობის ამსახველი ფოტოსურათებისა და ხელნაწერების გამოფენა მოეწყო, ღონისძიებას სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე.
01 აგვისტო 2014
საზაფხულო ბანაკი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე საზაფხულო ბანაკს ესტუმრა რკონში, სადაც მან ახალგაზრდებს დაცული ტერიტორიების შესახებ ლექცია ჩაუტარა, რომლის დაცვასა და შენარჩუნებაზე სააგენტოს თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა.
05 ივლისი 2014
დასუფთავების აქცია
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, ბუღდაშენის ტბის აღკვეთილზე დასუფთავების აქცია გაიმართა.
17 ივნისი 2014
ხელმოწერა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ რატი ჯაფარიძემ, ააიპ საერთაშორისო საქველმოქმედო „ფონდი ქართუს“ წარმოდგენილი გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ მორისონმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
16 ივნისი 2014
შემოწირულობის ხელშეკრულების ხელმოწერა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ რატი ჯაფარიძემ, პროკრედიტ ბანკის დირექტორმა ქეთევან ხუსკივაძემ და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ მორისონმა შემოწირულობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
13 ივნისი 2014
სტუდენტური კონფერენცია ლაგოდეხში
არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision“, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერით, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია „ახალგაზრდები გარემოსთვის“.
10 ივნისი 2014
ვიზიტორთა და ადმინისტრაციული ცენტრის მშენებლობა ჯავახეთში
ახალქალაქში, ჯავახეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა და ადმინისტრაციული ცენტრის მშენებლობა დაიწყო.
09 ივნისი 2014
აჭარის დაცული ტერიტორიების ხელშეწყობა
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო და გაეროს განვითარების პროგრამა ახალ პროექტს იწყებენ, რომელიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაცული ტერიტორიების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
04 ივნისი 2014
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
2014 წლის 4 ივნისს, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს “SOS ბავშვთა სოფლისა” და ქ. თბილისის შპს არასახელმწიფო საერო საუნივერსიტეტო საშუალო სკოლა “შოვის“ მოსწავლეები ეწვივნენ. ვიზიტი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
29 მაისი 2014
შეხვედრა მაჭახელას ხეობის მოსახლეობასთან
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ბაკურ კვარაცხელია და დაგეგმვის და განვითარების სამსახურის უფროსი თომა დეკანოიძე, სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრებ მაჭახელას ხეობის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრები გაიმართა სოფლებში ქედქედში და ზემო ჩხუტუნეთში და მას სხვა სოფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
29 მაისი 2014
თბილისის ეროვნულ პარკში დასუფთავების აქცია გაიმართა
2014 წლის 23 მაისს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და სსიპ პროფესიულ კოლეჯ ,,მერმისის“ ორგანიზებით თბილისის ეროვნულ პარკში დასუფთავების აქცია გაიმართა.
29 მაისი 2014
საჯარო ლექცია
2014 წლის 14 მაისს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, სკოლის მოსწავლეებს საჯარო ლექცია თემაზე საქართველოს დაცული ტერიტორიები ჩაუტარდათ.
29 მაისი 2014
მაისიდან პრომეთეს მღვიმეში პლასტიკური ბარათით სარგებლობა უკვე შესაძლებელია
მაისიდან პრომეთეს მღვიმეში ბილეთის შეძენა შესაძლებელია პლასტიკური ბარათით. აღსანიშნავია, რომ დღემდე მსგავსი სერვისი არ არსებობდა, რაც ვიზიტორებს გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდათ. მზარდმა მოთხოვნამ საჭირო გახადა ახალი სერვისის დამატება, რის საფუძველზეც დაცული ტერიტორიების სააგენტომ უზრუნველყო სერვისის გააქტიურება.
