სიახლეები
16 მარტი 2015
ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიას ევროპული დიპლომი გადაეცემა
საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში დაცული ტერიტორიებისათვის ევროპული დიპლომის მინიჭების თაობაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
02 მარტი 2015
მტირალას ეროვნული პარკი ტურისტული სეზონისთვის ემზადება
მტირალას ეროვნული პარკი ტურისტული სეზონისთვის ემზადება. განახლებული ინფრასტრუქტურა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა დაათვალიერა.
24 თებერვალი 2015
დაცული ტერიტორიების სააგენტო მის მფლობელობაში არსებული ობიექტების იჯარით გაცემას გეგმავს
სასტუმროები სათაფლიაში, ფოთში, ქობულეთში, მტირალას ეროვნულ პარკში, კაფეები სათაფლიასა და სოფელ გორდში, ასევე სუვენირების მაღაზია, ეს იმ ობიექტთა ჩამონათვალია, რომელთაც სააგენტო უახლოეს მომავალში მართვის უფლებით დაინტერესებულ მეწარმეებს გადასცემს.
23 თებერვალი 2015
ერთ მილიონიანი გრანტი საქართველოს ეროვნული პარკების დასაფინანსებლად
საქართველოს ეროვნულ პარკებს კავკასიის ბუნების დაცვის ფონდისგან ერთი მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გადაეცემათ.
20 თებერვალი 2015
მტირალას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის პროექტი
საჯარო განხილვის მიზნით წარმოგიდგენთ მტირალას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის პროექტს, რომელიც მომზადდა ევროკავშირის საჯარო სამსახურებთან დაძმობილების (თვინინგი) პროექტის “საქართველოს დაცული ტერიტორიების მართვის გაძლიერება” ფარგლებში.
20 თებერვალი 2015
დაცული ტერიტორიების სააგენტოს პრეზენტაცია ლიტველი სტუდენტებისთვის
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საქართველოს ლიტველი სტუდენტები სტუმრობენ. ლიტველი სტუდენტები საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ ინფრასტრუქტურას გაეცნენ.
13 თებერვალი 2015
აჯამეთის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის პროექტი
საჯარო განხილვის მიზნით წარმოგიდგენთ აჯამეთის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის პროექტს, რომელიც მომზადდა ევროკავშირის საჯარო სამსახურებთან დაძმობილების (თვინინგი) პროექტის “საქართველოს დაცული ტერიტორიების მართვის გაძლიერება” ფარგლებში.
11 თებერვალი 2015
დაცული ტერიტორიების სააგენტომ მონაწილეობა მიიღო თელ-ავივის ტურისტულ გამოფენაზე, სახელწოდებით „IMTM 2015"
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სიგუამ ისრაელში, ქ. თელ-ავივში ტურისტულ გამოფენა- „IMTM 2015“-ზე ადგილობრივი ტუროპერატორებისთვის, პროფკავშირების წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ პრეზენტაცია გამართა.
09 თებერვალი 2015
პრომეთეს მღვიმეში ახალი ტურისტული მარშრუტი შეიქმნება
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი წყალტუბოს რაიონში „პრომეთეს“ მღვიმეში იმყოფებოდა. მინისტრმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარესთან, გიორგი შონვაძესთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად მღვიმეში ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩენილი ახალიმონაკვეთის ინფორმაციას გაეცნო.
26 დეკემბერი 2014
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში მურა დათვის აღრიცხვა განხორციელდა
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში გაიმართა საკვლევ რეგიონში მურა დათვის აღრიცხვის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია.
„იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების თანამონაწილეობრივი მონიტორინგის სისტემის დანერგვა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში“ CNF-ის, UNDP-ის, GIZ-ის და GEF-ის დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კვლევას ატარებს ბუნების სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი „ნაკრესი“.
24 დეკემბერი 2014
საქართველოს სამ დაცულ ტერიტორიას მაღალი გამავლობის ექვსი ახალი ავტომობილი გადაეცა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი შონვაძემ და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელმა( GFA) ერთობლივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
24 დეკემბერი 2014
კავკასიის ბუნების ფონდი დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებს დააზღვევს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი შონვაძემ და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ მორისონმა საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
12 დეკემბერი 2014
იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტი
საჯარო განხილვის მიზნით წარმოგიდგენთ იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტს, რომელიც მომზადდა ევროკავშირის საჯარო სამსახურებთან დაძმობილების (თვინინგი) პროექტის “საქართველოს დაცული ტერიტორიების მართვის გაძლიერება” ფარგლებში.
03 დეკემბერი 2014
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლების სასწავლო გაცვლითი ვიზიტი ესტონეთში
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ადმინისტრაციების თანამშრომლები, სასწავლო გაცვლითი ვიზიტით ესტონეთში იმყოფებოდნენ. აღნიშნული სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ესტონეთის რესპუბლიკის გარემოსდაცვითი საბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა („ეროვნული დაცული ტერიტორიების ქსელის მართვა და ბუნების პრაქტიკული კონსერვაცია“).
15 ნოემბერი 2014
ელგუჯა ხოკრიშვილმა კოლხეთის ეროვნული პარკი მოინახულა
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა კოლხეთის ეროვნული პარკი მოინახულა. ვიზიტის ფარგლებში იგი ადგილზე გაეცნო მოწყობილ ინფრასტრუქტურას, დაათვალიერა კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი, სადაც პროექტ „მწვანე არდადეგების“ ფარგლებში ფოტოგრაფების მიერ გადაღებული სურათების გამოფენა მოეწყო.
