სიახლეები
23 აპრილი 2015
11 დაცული ტერიტორიის იუბილე “დედამიწის დღესთან” დაკავშირებით
საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ “დედამიწის დღესთან” დაკავშირებით, 11 დაცული ტერიტორიის დაარსებიდან 12 წლის იუბილე აღნიშნეს. ღონისძიება დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით გაიმართა.
20 აპრილი 2015
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს შორის მემორანდუმს ხელი მოეწერა
ამა წლის 20 აპრილს დაცული ტერიტორიებიის სააგენტოს თავმჯდომარემ ნათია კობახიძემ და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა ნუგზარ კევლიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
16 აპრილი 2015
მე–17 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა
საგამოფენო ცენტრმა „ექსპო ჯორჯიამ“- მე-17 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას უმასპინძლა.
11 აპრილი 2015
ნათია კობახიძე დაღუპული რეინჯერის ოჯახს ესტუმრა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ნათია კობახიძე 2007 წელს დაღუპული რეინჯერის გიორგი ჩანადირის ოჯახს ესტუმრა და დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
10 აპრილი 2015
მერაბ არევაძის ოჯახს აშშ-ში დამზადებული მემორიალური დაფა გადაეცა
დაღუპული რეინჯერის, მერაბ არევაძის ოჯახს, მისი სახელის პატივსაცემად, ამერიკის შეერთებულ შტატებში დამზადებული მემორიალური დაფა გადასცეს.
06 აპრილი 2015
დემარკაციის შედეგების განხილვა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ნათია კობახიძემ სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და დემარკაციის შემსრულებელი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.
03 აპრილი 2015
დაცული ტერიტორიების სააგენტომ 122-ე სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკო-განათლების სპეციალისტმა მარიამ თათარაშვილმა 122-ე სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებს პრეზენტაცია წარუდგინა დაცული ტერიტორიების შესახებ.
03 აპრილი 2015
დაცული ტერიტორიების სააგენტო აზერბაიჯანში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა AITF 2015 -ში მონაწილეობს
აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში 2-4 აპრილის ჩათვლით საერთაშორისო ტურისტული გამოფენა AITF 2015 იმართება, რომელშიც დაცული ტერიტორიების სააგენტო მონაწილეობს.
02 აპრილი 2015
აღმასრულებელი საბჭოს მეექვსე შეხვედრა
ამა წლის 2 აპრილს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში პროექტის “საქართველოში მდგრადი საძოვრების მართვა კლიმატის ცვლილების მიტიგაციისა და ადაპტირების სარგებლისა და დივიდენდების დემონსტრირებით ადგილობრივი თემებისთვის“, აღმასრულებელი საბჭოს მეექვსე შეხვედრა გაიმართა.
01 აპრილი 2015
კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული სამოქმედო გეგმა
სამეგრელოსა და აჭარაში ცენტრალური და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისათვის კოლხური ბზის მდგომარეობის გასაცნობად მედია ტური მოეწყო.
28 მარტი 2015
სამხრეთ კავკასიაში ბუნების კონსერვაციისათვის მე-3 ფაზა იწყება
ბოტანიკურ ბაღში, ბოტანიკის ინსტიტუტის შენობაში, გაიმართა პროექტის “ტრანსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნო სამხრეთ კავკასიაში” მეორე ფაზის დასკვნითი შეხვედრა, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის (KfW) მეშვეობით.
26 მარტი 2015
დაცულ ტერიტორიებს შორის ეკოკორიდორები ჩამოყალიბდება
რეგიონული პროექტის - „ეკოლოგიური კორიდორები კავკასიაში" პროექტის პრეზენტაცია გაიმართა სასტუმრო „ვერე პალასში".
25 მარტი 2015
დაცული ტერიტორიების სააგენტო უკრაინაში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა UITT-ში მონაწილეობს
უკრაინაში, ქალაქ კიევში 25 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით საერთაშორისო ტურისტული გამოფენა UITT იმართება, სადაც დაცული ტერიტორიების სააგენტო იღებს მონაწილეობას.
20 მარტი 2015
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიგუა მეწარმეებს შეხვდა
ოკაცეს კანიონზე კაფე და სუვენირების კუთხე გაიხსნება, მტირალას ეროვნულ პარკში კი კეთილმოწყობილი სასტუმრო კერძო მოიჯარეს გადაეცემა მართვის უფლებით.
16 მარტი 2015
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ნათია კობახიძემ ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლზე სამუშაოები დაათვალიერა
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ნათია კობახიძე, თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი გელაშვილი და აშშ-ს შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის კოორდინატორი პაატა შანშიაშვილი ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლს სტუმრობდნენ.
