მდინარე ჭურია

 

  1. მდ. ჭურიის  ხეობა (კაიაკით)

აღნიშნულ მარშრუტზე ტურები ხორციელდება 2ადგილიანი კაიაკით.

მდ. ჭურიის ხეობის ტურებზე რეგისტრაცია ჭურიის რეინჯერთა თავშესაფარში ხორციელდება, რომელიც ზუგდიდიდან 50 კმ მდებარეობს.

ეკო-ტურისტული მარშრუტი „მდინარე ჭურია“ იწყება კოლხეთის ეროვნული პარკის ჭურიის რეინჯერთა თავშესაფრის ეზოდან.

ტურის განმავლობაში ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ თვალწარმტაცი ხედები, ლელიან-ლაქაშიანი და დუმფარებიანი ეკოსისტემები და ჭურიის ხეობის  რელიქტური კოლხური ტყის ფრაგმენტები - ჰართვისის მუხა, ლაფანი, იფანი, კოლხური ლიანები.

ჭურიის ხეობაში წელიწადის ნებისმიერ დროს შესაძლებელია წყლის ფრინველებისა და ზოგიერთი მტაცებლის (თეთრკუდა არწივი ანუ ფსოვი, ძერა, ქორი, მიმინო) ნახვა ბილიკზე არსებული სათვალთვალო კოშკურებიდან.

მარშრუტის სიგრძეა 18 კმ (9 კმ ერთი გზა).

სირთულის მიხედვით, კლასიფიცირდება საშუალო სირთულის ბილიკად, რადგან მარშრუტი სრულად ხორციელდება დამოუკიდებლად, ვიზიტორის მიერ.

ტურის ხანგრძლივობა საშუალოდ შეადგენს 4-5 საათს (გამოცდილი კაიაკერის შემთხვევაში).




  1. მდ. ჭურიის ხეობა (პონტონით)

აღნიშნულ მარშრუტზე ტურები ხორციელდება 14ადგილიანი პონტონით.

მდ. ჭურიის ხეობის ტურებზე რეგისტრაცია ჭურიის რეინჯერთა თავშესაფრიდან ხორციელდება, რომელიც ზუგდიდიდან 50 კმ  დაშორებით მდებარეობს.

ტურისტული მარშრუტი „მდინარე ჭურია“ იწყება კოლხეთის ეროვნული პარკის ჭურიის რეინჯერთა თავშესაფრის ეზოდან.

ტურის განმავლობაში ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ თვალწარმტაცი ხედები, ლელიან-ლაქაშიანი და დუმფარებიანი ეკოსისტემები და ჭურიის ხეობის  რელიქტური კოლხური ტყის ფრაგმენტები - კოლხური მუხა, ლაფანი, იფანი, კოლხური ლიანები.

ჭურიის ხეობაში წელიწადის ნებისმიერ დროს შესაძლებელია წყლის ფრინველებისა და ზოგიერთი მტაცებლის (თეთრკუდა არწივი ანუ ფსოვი, ძერა, ქორი, მიმინო) ნახვა ბილიკზე არსებული სათვალთვალო კოშკურებიდან.

მარშრუტის ჯამური სიგრძეა 14 კმ (7 კმ ერთი გზა).


დამატებითი აქტივობები:


  1. ოქროს ტბა (კაიაკით)

აღნიშნულ მარშრუტზე ტურები ხორციელდება 2ადგილიანი კაიაკით.

ოქროს ტბის კაიაკის ტურებზე რეგისტრაცია ვიზიტორთა ცენტრის შენობაში ხორციელდება, რომლის მისამართია: ქ. ფოთი, გურიის ქუჩა #222.

ოქროს ტბის ტური კაიაკით ვიზიტორთა ცენტრის ეზოდან იწყება. ტურის განმავლობაში ვიზიტორი ოქროს ტბაზე დამოუკიდებლად, კაიაკით გაისეირნებს.

ოქროს ტბა ვიზიტორთა ცენტრის ეზოს მოსაზღვრე ტბაა. მის ნაპირებზე კოლხური ტყის ფრაგმენტების ნახვაა შესაძლებელი. ტბა მდიდარია თევზებით, ამფიბიებითა და უშხამო რეპტილიებით.

წელიწადის თბილ პერიოდში, წყალმცენარეებზე მოსასვენებლად ჩამომჯდარი ამფიბიებისა და კუნძზე „მოკალათებული“ კუს ხილვა ტბისთვის დამახასიათებელი ეგზოტიკაა.

მარშრუტის ჯამური სიგრძეა 1 კმ (0.5 კმ ერთი გზა).

სირთულის მიხედვით, კლასიფიცირდება მარტივი სირთულის აქტივობად.

მარშრუტის ხანგრძლივობა შეადგელს 1 საათს.



  1. ოქროს ტბა (წყლის ველოსიპედით)

აღნიშნულ მარშრუტზე ტურები ხორციელდება 4ადგილიანი წყლის ველოსიპედი.

ოქროს ტბის ტურებზე, წყლის ველოსიპედით, რეგისტრაცია ვიზიტორთა ცენტრის შენობაში ხორციელდება, რომლის მისამართია: ქ. ფოთი, გურიის ქუჩა #222.

ოქროს ტბის ტური კაიაკით ვიზიტორთა ცენტრის ეზოდან იწყება. ტურის განმავლობაში ვიზიტორი ოქროს ტბაზე დამოუკიდებლად, კაიაკით გაისეირნებს.

ოქროს ტბა ვიზიტორთა ცენტრის ეზოს მოსაზღვრე, მუნიციპალური ტბაა. მის ნაპირებზე კოლხური ტყის ფრაგმენტების ნახვაა შესაძლებელი. ტბა მდიდარია თევზებით, ამფიბიებითა და უშხამო რეპტილიებით.

წელიწადის თბილ პერიოდში, წყალმცენარეებზე მოსასვენებლად ჩამომჯდარი ამფიბიებისა და კუნძზე „მოკალათებული“ კუს ხილვა ტბისთვის დამახასიათებელი ეგზოტიკაა.

მარშრუტის ჯამური სიგრძეა 1 კმ (0.5 კმ ერთი გზა).

სირთულის მიხედვით, კლასიფიცირდება მარტივი სირთულის აქტივობად.

მარშრუტის ხანგრძლივობა შეადგელს 1 საათს.



შენიშვნა: ტურები ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში, წინასწარი ჯავშნის საფუძველზე.

ჯავშნისთვის საკონტაქტო ნომერია: (+995) 552 223 222.