1. პალიასტომის ტბა
- პალიასტომის ტბა (მცირე ზომის მოტორიანი ნავით):
აღნიშნულ მარშრუტზე ტურები ხორციელდება 3, 4, 5, 6 და 7ადგილიანი მოტორიანი ნავებით.
პალიასტომის ტბის ტურებზე რეგისტრაცია ვიზიტორთა ცენტრის შენობაში ხორციელდება, რომლის მისამართია: ქ. ფოთი, გურიის ქუჩა #222. ხოლო უშუალოდ ტურზე გასვლა ხორციელება, ვიზიტორთა ცენტრიდან 1 კმ მოშორებით მდებარე პალიასტომის ტბის რეინჯერთა თავშესაფრიდან.
პალიასტომის ტბის ტური იწყება პალიასტომის ტბის სარეინჯეროდან, გრძელდება პატარა პალიასტომის ფრინველთა სათვალთვალო კოშკურამდე და პალისტომის ტბის სარეინჯეროსთანვე სრულდება. ვიზიტორები დაათვალიერებენ პალიასტომის ტბისა და პატარა პალიასტომის ნაპირების ულამაზეს პეიზაჟებს, ლელქაშის მაღალ, გაუვალ რაყებს, მეორად ნოტიო მდელოებს, სამეფო გვიმრების ხშირ საფარს. სათვალთვალო კოშკებიდან შესაძლებელია რაყებში თავშეფარებულ გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება, რომელთაგან ზოგიერთი იშვიათი სახეობა შეტანილია წითელ ნუსხაში.
მარშრუტის ჯამური სიგრძეა 13.2 კმ.
სირთულის მიხედვით, კლასიფიცირდება მარტივი სირთულის ბილიკად, რადგან სრულად მიმდინარეობს მოტორიანი წყალმცურავი საშუალების მეშვეობით.
ტურის ხანგრძლივობა შეადგენს 50 წთ-ს.
2. პალიასტომის ტბა (პონტონით):
აღნიშნულ მარშრუტზე ტურები ხორციელდება 10, 15 და 20ადგილიანი პონტონებით.
პალიასტომის ტბის ტურებზე რეგისტრაცია ვიზიტორთა ცენტრის შენობაში ხორციელდება, რომლის მისამართია: ქ. ფოთი, გურიის ქუჩა #222. ხოლო უშუალოდ ტურზე გასვლა ხორციელება, ვიზიტორთა ცენტრიდან 1 კმ მოშორებით მდებარე პალიასტომის ტბის რეინჯერთა თავშესაფრიდან.
პალიასტომის ტბის ტური იწყება პალიასტომის ტბის სარეინჯეროდან, გრძელდება პატარა პალიასტომის ფრინველთა სათვალთვალო კოშკურამდე და პალისტომის ტბის სარეინჯეროსთანვე სრულდება. ვიზიტორები დაათვალიერებენ პალიასტომის ტბისა და პატარა პალიასტომის ნაპირების ულამაზეს პეიზაჟებს, ლელქაშის მაღალ, გაუვალ რაყებს, მეორად ნოტიო მდელოებს, სამეფო გვიმრების ხშირ საფარს. სათვალთვალო კოშკებიდან შესაძლებელია რაყებში თავშეფარებულ გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება, რომელთაგან ზოგიერთი იშვიათი სახეობა შეტანილია წითელ ნუსხაში.
მარშრუტის ჯამური სიგრძეა 13.2 კმ.
სირთულის მიხედვით, კლასიფიცირდება მარტივი სირთულის ბილიკად, რადგან სრულად მიმდინარეობს მოტორიანი წყალმცურავი საშუალების მეშვეობით.
ტურის ხანგრძლივობა შეადგენს 1 სთ 30 წთ.

