პალიასტომი ფიჩორი
- პალიასტომი-ფიჩორი (პონტონით)
აღნიშნულ მარშრუტზე ტურები ხორციელდება 10, 15 და 20ადგილიანი პონტონებით.
პალიასტომი-ფიჩორის ტურებზე რეგისტრაცია ვიზიტორთა ცენტრის შენობაში ხორციელდება, რომლის მისამართია: ქ. ფოთი, გურიის ქუჩა #222. ხოლო უშუალოდ ტურზე გასვლა ხორციელება, ვიზიტორთა ცენტრიდან 1 კმ მოშორებით მდებარე პალიასტომის ტბის რეინჯერთა თავშესაფრიდან.
პალიასტომი-ფიჩორის ტურისტული მარშრუტი იწყება პალიასტომის ტბის სარეინჯეროდან. ვიზიტორები დაათვალიერებენ პალიასტომის ტბის ულამაზეს ნაპირებს, მდინარე ფიჩორის ხეობის თვალწარმტაც ხედს, მდინარის ნაპირზე მოწყობილი დასასვენებელი ადგილიდან და ფრინველებზე დაკვირვებისთვის განკუთვნილი კოშკურიდან შესაძლებელია ჭარბტენიან კოლხურ, რელიქტურ ტყეზე დაკვირვება, წყლის ფრინველებსა და მდორე წყლების დუმფარის ე.წ. „ზეწრების“ დათვალიერება. ვიზიტორებისათვის დაშვებულია სპორტული თევზაობა მდინარე ფიჩორზე.
მარშრუტის ჯამური სიგრძეა 23.6 კმ (11.8 კმ თითო გზა)
სირთულის მიხედვით, კლასიფიცირდება მარტივი სირთულის ბილიკად, რადგან სრულად მიმდინარეობს მოტორიანი წყალმცურავი საშუალების მეშვეობით.
ტურის ხანგრძლივობა შეადგენს 2 სთ 30 წთ (2.5 საათს).
პალიასტომი-ფიჩორი-პატარა პალიასტომი (მცირე ზომის მოტორიანი ნავით)
აღნიშნულ მარშრუტზე ტურები ხორციელდება 3, 4, 5, 6 და 7ადგილიანი მოტორიანი ნავებით.
პალიასტომი-ფიჩორი-პატარა პალიასტომის ტურებზე რეგისტრაცია ვიზიტორთა ცენტრის შენობაში ხორციელდება, რომლის მისამართია: ქ. ფოთი, გურიის ქუჩა #222. ხოლო უშუალოდ ტურზე გასვლა ხორციელება, ვიზიტორთა ცენტრიდან 1 კმ მოშორებით მდებარე პალიასტომის ტბის რეინჯერთა თავშესაფრიდან.
პალიასტომი-ფიჩორი-პატარა პალიასტომის ტურისტული მარშრუტი იწყება პალიასტომის ტბის სარეინჯეროდან. ვიზიტორები დაათვალიერებენ პალიასტომის ტბის ულამაზეს ნაპირებს, მდინარე ფიჩორის ხეობის თვალწარმტაც ხედს, მდინარის ნაპირზე მოწყობილი დასასვენებელი ადგილიდან შესაძლებელია ჭარბტენიან კოლხურ, რელიქტურ ტყეზე დაკვირვება, წყლის ფრინველებსა და მდორე წყლების დუმფარის ე.წ. „ზეწრების“ დათვალიერება. ხოლო პატარა პალიასტომის ფრინველებზე დაკვირვების კოშკურიდან იუნესკოს უბნის ნახვაა შესაძლებელი.
მარშრუტის ჯამური სიგრძეა 31 კმ.
სირთულის მიხედვით, კლასიფიცირდება მარტივი სირთულის ბილიკად, რადგან სრულად მიმდინარეობს მოტორიანი წყალმცურავი საშუალების მეშვეობით.
ტურის ხანგრძლივობა შეადგენს 1 სთ 45 წთ.
პალიასტომი-ფიჩორი-პატარა პალიასტომი (პონტონით)

ტურის ხანგრძლივობა შეადგენს 3 საათს.