ტენდერი ჯავახეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობაზე
ტენდერი ჯავახეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობაზე
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოში მიმდინარე ჯავახეთის ეროვნული პარკის შექმნის პროექტის ფარგლებში ქ. ახალქალაქში ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა არის დაგეგმილი. ჯავახეთის ეროვნული პარკის შექმნის ფინანსური მხარდაჭერას გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ) და გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) ახორციელებენ, ხოლო პროექტის უშუალო შემსრულებელ რგოლს მსოფლიო ბუნების დაცვის ფონდის (WWF) სამხრეთ კავკასიის ოფისი წარმოადგენს.
მიმდინარე ეტაპზე, არსებული სამშენებლო პროექტის საფუძველზე, ჯავახეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრის სამშენებლო სამუშაოების ჩატარებაზე განაცხადების მიღება დაწყებულია; დაინტერესებულ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს შეუძლიათ ეწვიონ საერთაშორისო სატენდერო ინტერნეტ პლატფორმას შემდეგ მისამართზე:https://www.devex.com/projects/tenders/construction-of-visitor-center-for-national-park-in-georgia/146610
ტენდერის დასრულების თარიღია 5 მაისი, 2014 წელი.
