საქართველოს დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრები 6 აპრილის ჩათვლით დაკეტილია
⚠️ ყურადღება!
ახალი ტიპის კორონავირუსის, „COVID-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრები 14 მარტს დაიკეტა. არსებული ვითარების გამო, ეს პერიოდი, 6 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, სიახლეების შესახებ, გეცნობებათ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ-გვერდისა და ოფიციალური Facebook გვერდების საშუალებით.
დაცული ტერიტორიების სააგენტო გისურვებთ ჯანმრთელობას!
