რაჭის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის, დაცული ტერიტორიების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დამყარებული გამოცდილების გაზიარების ტრენინგების კურსი წარმატებით დასრულდა

რაჭის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის, დაცული ტერიტორიების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დამყარებული გამოცდილების გაზიარების ტრენინგების კურსი წარმატებით დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მხარდაჭერით, აშშ-ის შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის (USDOI-ITAP) კოორდინატორმა პაატა შანშიაშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს რაჭის ეროვნული პარკის ადმინისტრაციების თანამშრომლებს სასწავლო კურსი „საუკეთესო პრაქტიკაზე დამყარებული დაცული ტერიტორიების ინტეგრირებული მმართველობისა და მართვის საფუძვლები: გლობალურად თავსებადი და ლოკალურად რელევანტური სტანდარტისკენ” ჩაუტარა.
1 კვირიანი სასწავლო კურსი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს, როგორიცაა რესურსების მართვა, ვიზიტორთა მომსახურება, საზოგადოებასთან ურთიერთობა და გარემოსდაცვითი განათლება, კანონაღსრულება და სამაშველო საქმე, მდგრადი ინფრაქსტრუქტურა და ინსტიტუციური განმტკიცება.
საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს ახლად დაარსებული დაცული ტერიტორიის, რაჭის ეროვნული პარკის, როგორც უზენაესი საჯარო ფასეულობის სწორად მართვას, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და რეგიონში ეკოტურიზმის განვითარებას.