პრომეთეს და სათაფლიას მღვიმეები ვიზიტორებს დროებით ვერ უმასპინძლებენ
ყურადღება!
პრომეთეს და სათაფლიას მღვიმეები ვიზიტორებს დროებით ვერ უმასპინძლებენ.
უხვი ნალექის გამო, პრომეთეს და სათაფლიას მღვიმეებში, უსაფრთხოებიდან გამომდინარე მღვიმეები ვიზიტორებისთვის დროებით დაკეტილია. ️
უხვი ნალექის და თოვლის დნობის პერიოდში მღვიმეებში წყლის დონის მატება ბუნებრივი მოვლენაა და მას სეზონურად, პერიოდულად აქვს ადგილი.
წყლის დონის დარეგულირების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ გვერდის: www.apa.gov.ge და სააგენტოს ოფიციალური ფეისბუქ გვერდის საშუალებით.
