პროექტის „ბიომრავალფეროვნების აღდგენა აჯამეთის აღკვეთილში“ ფარგლებში ორდღიანი ტრენინგი თემაზე: „სახანძრო და საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმა (სატყეო და საველე სამუშაოებზე დასაქმებულთათვის)“...
პროექტის „ბიომრავალფეროვნების აღდგენა აჯამეთის აღკვეთილში“ ფარგლებში ორდღიანი ტრენინგი თემაზე: „სახანძრო და საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმა (სატყეო და საველე სამუშაოებზე დასაქმებულთათვის)“ ჩატარდა.
ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებისთვის სახანძრო და საგანგებო სიტუაციებში სწორი მოქმედების პრინციპების სწავლება, საფრთხის სწორად შეფასებისა და შესაბამისი რეაგირების გეგმის განსაზღვრის უნარების განვითარება.
პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ კომპონენტს — სიმულაციურ ვარჯიშებს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა ხანძრის ქრობის პირველადი საშუალებების გამოყენება პრაქტიკაში გამოსცადეს.
სასწავლო კურსში მონაწილეობდნენ აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაციის თანამშრომლები.
პროექტს აფინანსებს კომპანია ბი პი და ახორციელებს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანა.
