პროექტი ჩემი სკოლა ბუნებაში
პროექტი ჩემი სკოლა ბუნებაში
2013 წლის 20 ნოემბერს, იმერეთის მღვიმეების დაცულ ტერიტორიებზე პროექტის „ჩემი სკოლა ბუნებაში“ ეგიდით პირველი ღონისძიება ჩატარდა. აღნიშნული ღონისძიების მონაწილეები ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმის საშუალო სკოლის მოსწავლეები იყვნენ, რომლებმაც იმერეთის რეგიონის ღირსშესანიშნაობების პარალელურად, სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეებიც მოინახულეს. მათ, ასევე, საშუალება მიეცათ დასწრებოდნენ საგანმანათლებლო - შემეცნებით ლექციას დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული პარკების შექმნის ისტორიასა და მნიშვნელობაზე, რომელსაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკო განთლების სპეციალისტი უძღვებოდა.
აღნიშნული პროექტი დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით ხორციელდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობის განათლებასა და ცნობიერების ამაღლებას ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და გარემოს დაცვის სფეროში.
მსგავსი სახის ღონისძიებები ბაღდათის გარდა, თბილისისა და სხვა რეგიონების საჯარო თუ კერძო სკოლებისთვისაც განხორციელდება. პროექტში ჩართვის მსურველ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ სააგენტოს ცხელ ხაზზე *8888 ან დაუკავშირდეთ ეკო განათლების სპეციალისტს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით levani.lomsianidze@yahoo.com. ასევე, შეგიძლიათ ეწვიოთ პროექტის ფეისბუქის გვერდს ამ ბმულის საშუალებით: https://www.facebook.com/pages/%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-My-School-in-Nature/243794065772193
