მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პროექტის მიმოხილვა
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პროექტის მიმოხილვა
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან (UNWTO) თანამშრომ-ლობითა და გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „საქართველოს დაცული ტერიტორიების შესაძლებლობების გაძლიერება". აღნიშნული პროექტის ფარგლებ-ში 2013 წლის 17 დეკემბერს, სასტუმრო ციტადინში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა ტურიზმის სექტორში ჩართული ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
შეხვედრა გახსნა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ რატი ჯაფარიძემ. მან მოკლედ მიმოიხილა პროექტის არსი, რომლის შემდგომ პროექტის განმახორციელებელმა პარტნიორებმა - საქართველოს ტურიზმის ასოციაციამ და სამეც-ნიერო კვლევითმა ცენტრმა NACRES-მა შეხვედრის მონაწილეებს პროექტის მიმდინარეობის დროს თითოეული ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი საქმიანობების განხორციელებაში შეტანილი წვლილი გააცნეს.
აღნიშნულ შეხვედრას ასევე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) წარმომადგენელი მაიკლ მაიერი ესწრე-ბოდა. მან საქართველოში მდგრადი ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა, შეაჯამა პროექტის მიმდინარე აქტივობები და შემდგომ ეტაპზე განსახორციელებელი სამუშაოები განიხილა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე დაინერგა და განხორციელების სტადიაშია რამდენიმე ახალი ტურისტული პროდუქტი, როგორიცაა მაგალითისათვის ზიპლაინი (ჰორიზონტალურ თოკზე ერთი ბოლოდან მეორე ბოლოსკენ გადაადგილება) და კანიონინგი (ჩანჩქერებზე თოკით დაშვების ტექნიკა) მტირალას ეროვნულ პარკში, საინტერპრეტაციო ბილიკები ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, გეოლოგიური ბილიკები ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, ნიჩბოსნობა ე.წ. ეკო ფედლინგი კოლხეთის ეროვნულ პარკში და ველობილიკები თბილისის ეროვნულ პარკში.
