,,მაჭახელას ეროვნული პარკის ტყის მართვის გეგმის“ საჯარო განხილვა
2018 წლის 15 თებერვალს 12:00 საათზე, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში (მისამართი: გულუას ქ.N6) გაიმართება ,,მაჭახელას ეროვნული პარკის ტყის მართვის გეგმის“ საჯარო განხილვა.
დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ წარმოედგინათ მართვის გეგმასთან დაკავშირებული შენიშვნები და წინადადებები.
განხილვაში დასწრების მსურველებს შეუძლიათ გამოაგზავნონ საკონტაქტო ინფორმაცია (მიზანი: მაჭახელას ეროვნული პარკის ტყის მართვის გეგმის“ განხილვაზე დასწრება, სახელი/გვარი, ელ.ფოსტა, ორგანიზაცია) შემდეგ ელ. მისამართზე: pr.apa.gov@gmail.com
ტყის მართვის გეგმა მომზადდა მაჭახელას ეროვნული პარკისთვის, პროექტის ,,აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოების და მართვის დახვეწა“-ს პროექტის ფარგლებში, რომელიც განხორციელდა UNDP-ის საქართველოს წარმომადგენლობის დაფინანსებით და კონკურსის წესით შერჩეული კონტრაქტორის მიერ.
