ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტყის მართვის გეგმის საჯარო განხვილვა
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები განხორციელდა ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს ,,მ3“-ის მიერ.
კომპანიის მიერ ჩატარებული ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოების შემდგომ დაცული ტერიტორიების სააგენტოში 2019 წლის 30 ნოემბერს წარმოდგენილი იქნა დოკუმენტაცია, კერძოდ კი, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტყის მართვის გეგმის პროექტი (ტომი -I ), ჯამური ცხრილები ( ტომი -II), ტაქსაციური აღწერები უბნების მიხედვით (უკანა ფშავის უბანი, არხოტის უბანი, შატილის უბანი და მიღმახევის უბანი, ტომი- III) და კარტოგრაფიული მასალები.
საჯარო განხილვა გაიმართება 2020 წლის 4 თებერვალს, 12:00 საათზე, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში (მისამართი: გ. გულუას ქ. N6)
იხილეთ მიმაგრებული ფაილები:
სატაქსაციო აღწერა - მიღმა ხევი
სატაქსაციო აღწერა - უკანა ფშავი
