ევროპული დიპლომი ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებისათვის

ევროპული დიპლომი ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებისათვის

2014 წლის 24 მარტს, საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სამდივნოს ეგიდით  სპეციალისტთა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანს სხვადასხვა დაცული ტერიტორიებისათვის ევროპული დიპლომის მინიჭების შესახებ დისკუსია წარმოადგენდა.  

აღნიშნულ შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე ესწრებოდა. მისი დასწრება  ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებისათვის ევროპული დიპლომის მინიჭების შესახებ ევროსაბჭოში განაცხადის შეტანისა და შემდგომი განხილვის საფუძველით იყო განპირობებული. 

აღსანიშნავია რომ, დაცული ტერიტორიების ევროპული დიპლომი პრესტიჟულ საერთაშორისო პრემიას წარმოადგენს, რომელიც 1965 წელს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ინიციატივით დაინერგა. ჯილდო სამაგალითო მენეჯმენტის მქონე დაცულ ტერიტორიებს მათი კულტურულ-ესთეტიური, სამეცნიერო ღირებულებებისა და ევროპული მნიშვნელობის მასშტაბის მქონე ბიოლოგიური, გეოლოგიური და ლანდშაფტის მრავალფეროვნების გამო გადაეცემათ.

დისკუსიის მომდევნო ეტაპს, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ევროდიპლომის მინიჭების კომისიის ექსპერტთა ვიზიტი და მათი შემდგომი შეფასება წარმოადგენს. ხოლო ერთი წლის ვადაში კი ცნობილი გახდება დაკმაყოფილდა თუ არა განაცხადი ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებისათვის ამ მეტად პრესტიჟული ევროპული დიპლომის მინიჭების მოთხოვნა.