ერუშეთის ეროვნული პარკისთვის შემუშავებული მენეჯმენტის გეგმის პროექტის განხილვის მიზნით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა ის კომენტარები და მოსაზრებები განიხილეს, რომლის ასახვაც საბოლოო...

ერუშეთის ეროვნული პარკისთვის შემუშავებული მენეჯმენტის გეგმის პროექტის განხილვის მიზნით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა ის კომენტარები და მოსაზრებები განიხილეს, რომლის ასახვაც საბოლოო დოკუმენტში მოხდება.
მენეჯმენტის გეგმის პროექტი მომზადდა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოტონის“ ეროვნული კონსულტანტების გუნდის მიერ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ერუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.
მენეჯმენტის გეგმა განსაზღვრავს დაცული ტერიტორიებისათვის გრძელვადიან მიზნებს და მართვის შესაბამის მიდგომებს. მენეჯმენტის გეგმა ხელს უწყობს დაცული ტერიტორიების ეფექტიან მართვას, საზოგადოების გარემოსდაცვით განათლებას, ეკოტურიზმის განვითარებას.
ℹ️ერუშეთის ეროვნული პარკი ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე 2021 წელს დაარსდა.