ერუშეთის ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა.
საგრანტო კონკურსისთვის “სოციალური ინიციატივების ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის, ან იმ ოჯახებისათვის, რომლებსაც ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი) განაცხადების მიღება მიმდინარეობს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ერუშეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სამიზნე სოფლებში (მუსხი, ურაველი, ანდრიაწმინდა, დიატომიტი, წყორძა, მინაძე, პატარა პამაჯი, წყალთბილა, საძელი, ორალი, წინუბანი, აბათხევი, ყულალისი) მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს (შ.შ.მ),ან მათ ოჯახის წევრებს, რომლებიც ჩართულნი არიან ოჯახის წევრის ყოფითი პირობების გაუმჯობესების საკითხებში.
საგრანტო კონკურსი გამოცხადდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, პროექტის - „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ (BSLD) ფარგლებში, გერმანიის მთავრობის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.
კონკურსი ჩატარდება: 2026 წლის 19 მარტს, 13:00 საათზე
მდებარეობა: ახალციხე, რუსთაველის ქუჩა 47.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: არაუგვიანეს 2026 წლის 18 მარტის 17:00 საათისა;
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
გთხოვთ, იხილოთ განაცხადის ფორმა:
განაცხადი უნდა წარადგინოთ ზემოაღნიშნულ მისამართზე და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ჯამური საგრანტო ბიუჯეტი:7 000 ლარი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ცირა მესხიშვილი. მობ. 599513622
