ელექტრონული აუქციონი
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან, ზეკარის უღელტეხილზე მდებარე 8,85 ჰექტარი ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით გაცემის მიზნით.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაცემულ ტერიტორიაზე შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის, რომელიც მოიცავს:
✅ვიზიტორთა ცენტს
✅ორ ერთეულ კაფეტერიას
✅არანაკლებ 40 ერთეულ საცხოვრებელ კოტეჯს
✅არანაკლებ 30 ერთეულ მცირე ზომის კოტეჯს
✅საკონფერენციო დარბაზს
✅3 ერთეულ საპიკნიკე ფანჩატურს
✅გამაჯანსაღებელ კომპლექსს
✅საჯინიბოს
✅დამხმარე ნაგებობებს
✅4 ერთეულ სველ წერტილს
გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს არანაკლებ 3 000 000 ლარის ინვესტიცია.
აუქციონის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გასაგებად და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ლინკს: https://bit.ly/2vaAPV5
