ელექტრონული აუქციონი
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე (სადგურ „მეტეოს“ მიმდებარედ) 505 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გაცემის მიზნით.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაცემულ ტერიტორიაზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 წლის ვადაში მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის, რომელიც მოიცავს:
✅ ღამის გასათევ კოტეჯებს (არანაკლებ 5 ერთეული);
✅ კაფეტერიას;
✅ ბიოტუალეტს;
✅ გარე საშხაპეს;
გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს არანაკლებ 150 000 ლარის ინვესტიცია.
აუქციონის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გასაგებად და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ლინკს: https://bit.ly/2wsFX7d
