ელექტრონული აუქციონი
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ბორჯომის რაიონში, ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარე 1502 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გაცემის მიზნით:
აუქციონში გამარჯვებული ვადლებულია გადაცემულ ტერიტორიაზე შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერიდან
არაუმეტეს 3 წლის განმავლობაში, მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის, რომელიც მოიცავს:
- ხის კოტეჯებს
- საპიკნიკე მაგიდას
- ღია სამზარეულოს
- ცეცხლის დასანთებ ადგილს
- საშხაპეს და ბიოტუალეტს
აუქციონის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გასაგებად და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ლინკს: https://bit.ly/2Ro0CBH
