ეკო-ბანაკი კოლხეთის ეროვნულ პარკში
კოლხეთის ეროვნულ პარკში 6-8 ოქტომბერს, 13-17 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის ეკო-ბანაკი მოეწყობა.
ბანაკის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგარდებში ეკო-ცნობიერების ამაღლებას. მონაწილეები ინფორმაციას მიიღებენკოლხეთის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნების და საველე აქტივობების შესახებ.
ბანაკის მონაწილეები შეისწავლიან აქტივობებს, რომლებიც უკავშირდება ბუნებაში თვითდამკვიდრებისა და თვითგადარჩენისთვის საჭირო უნარებს. საჭმლის მომზადებას საველე პირობებში; ლიდერობასა და გადაწყვეტილების მიღებას; ისწავლიან პირველადი დახმარების აღმოჩენას.
მათ ასევე ჩაუტარდებათ თეორიული და პრაქტიკული კურსი ველურ ბუნებაში ფოტოგრაფირების შესახებ.
