დაცული ტერიტორიების თანამშრომლებმა ქალაქ კრაკოვში გამართულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების დირექტორებმა პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში გამართულ კონფერენციაში, სახელწოდებით ’’21-ე საუკუნის ტურიზმი დაცულ ტერიტორიებზე და ვიზიტორთა მენეჯმენტის თანამედროვე მიდგომები“ მიიღეს მონაწილეობა.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დირექტორმა ლევან თაბუნიძემ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე: ,,საქართველოს ეროვნული პარკები, ახალი ბრენდი და ბრენდ პლატფორმა“.
კონფერენცია კრაკოვში ა.შ.შ.-ის გენრეალური კონსულის ორგანიზებით გაიმართა და მის მთავარ მიზანს გამოცდილების გაზიარება და არსებული გამოწვევების მიმართ გაერთიანება წარმოადგენდა.
კონფერენციას ესწრებოდნენ პოლონეთის ეროვნული, გარემოსდაცვის სამინისტროს, უკრაინის ეროვნული პარკების, აშშ-ის "შენედოვას" და "სმოქი მაუნთინის" ეროვნული პარკების წარმომადგენლები.
ასევე გაიმართა სამუშაო შეხვედრა და დაისახა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გეგმები.
