დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი სომხეთში

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი სომხეთში

2014 წლის 20-22 თებერვალს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე, ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს (TJS) პროგრამის ფარგლებში სამუშაო ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა. შეხვედრის მიზანს ტრანსასასზღვრო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე მსჯელობა და მომავალში ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების განხილვა წარმოადგენდა.  ვიზიტის დროს მხარეები ორ მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმდნენ:

  • ჯავახეთისა და არფის ტბის (სომხეთი) ტრანსსასაზღვრო დაცული ტერიტორიებისათვის საერთო სატელეფონო აპლიკაციის შემუშავებაზე.შეთანხმების მიხედვით სატელეფონო აპლიკაციაზე  დატანილი იქნება: ყველა ტურისტული ღირსშესანიშნაობა, მარშრუტი თუ საოჯახო სასტუმრო, რომელიც ამ ორ ტერიტორიაზე არის განთავსებული. ასევე აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელი იქნება ინტერაქტიული რუკის გამოყენება, რომელიც GPS სანავიგაციო სისტემის საშუალებით მიუთითებს ტურისტს მის ადგილმდებარეობას, მოძრაობის სიჩქარესა და სხვა, სახელდახელო ინფორმაციას.
  • აღნიშნულ ორ ტრანსსასაზღვრო ტერიტორიაზე ერთობლივი ველო ტურის ჩატარებაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე სომეხი ველომოყვარულები. ორივე დაცული ტერიტორიის ლანდშაფტი საკმაოდ ხელსაყრელია ველო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, სადაც სამომავლოდ ასევე მოხდება მარკირებული ველო ბილიკების შემუშავება.

გარდა ამ თემებისა, შეხვედრაზე განხილულ იქნა ამ ორ დაცულ ტერიტორიაზე პარტნიორი პარკების სარეკლამო ინფორმაციის განთავსება/გავრცელებისა და ბიომრავალფეროვნებაზე მონიტორნგის შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლის შესაძლებლობები.  მხარეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ რეგულარულად მოხდეს მხარეების მიერ შეხვედრების ჩატარება და ტრანსასაზღვრო დაცულ ტერიტორიებზე ინფორმაციის გაცვლა.