დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ცენტრალური და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის მედიატური გაიმართა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ცენტრალური და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის მედიატური გაიმართა
მედიატურის მონაწილეები საქართველოს პოპულარულ და გამორჩეულ დაცულ ტერიტორიებს, ოკაცეს კანიონს, ოკაცეს ჩანჩქერს, თეთრა მღვიმეს და კოლხეთის ეროვნულ პარკს ეწვივნენ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დაცული ტერიტორიები ტურისტებისთვის გამორჩეულ მიმართულებებს წარმოადგენს და მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობს ვიზიტორებს.
ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლები გაეცნენ ქვეყნის ტურისტულ ღირშესანიშნაობებს და აქტივობებს, რომელთა განხორციელება დაცულ ტერიტორიებზე სტუმრობისას არის შესაძლებელი.
მედიატური განხორციელდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ ფარგლებში. მედიატურის მიზანი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციაა შიდა ბაზარზე. ღონისძიებას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კუსიდი, თავმჯდომარის მოადგილე თომა დეკანოიძე და პროგრამის "გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო" მენეჯერი ნათია ბერიძე ესწრებოდნენ.