დაცული ტერიტორიების სააგენტომ ტყის ხანძრების პრევენციის გასაძლიერებლად ევროკავშირის გრანტი მოიპოვა
დაცული ტერიტორიების სააგენტომ ტყის ხანძრების პრევენციის გასაძლიერებლად ევროკავშირის გრანტი მოიპოვა
დაცული ტერიტორიების სააგენტო გახდა ახალი საგრანტო პროექტის Co-NatureGuard პარტნიორი, რომელიც მიზნად ისახავს ტყის ხანძრების პრევენციის გაძლიერებას და შავი ზღვის აუზის ქვეყნების დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვას.
ინიციატივა აერთიანებს საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთისა და საბერძნეთის ორგანიზაციებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტყის მართვასა და ბუნების კონსერვაციაზე. პროექტი 26 თვე გაგრძელდება და ერვოპის მასშტაბით 75-ზე მეტ დაცულ ტერიტორიას მოიცავს. პროექტი ორიენტირებულია ეროვნული პარკებისა და ნაკრძალების დაცვაზე, სადაც ტყის ხანძრების რისკი განსაკუთრებით მაღალია და საჭიროა მონიტორინგისა და კოორდინირებული რეაგირების გაუმჯობესება.
პროექტის ფარგლებში, პარტნიორი ქვეყნები შეიმუშავებენ ტყის ხანძრების რისკის ანალიზს დაცული ტერიტორიებისთვის, დანერგავენ თანამედროვე მონიტორინგის ტექნოლოგიებს, მათ შორის, თერმულ დრონებსა და ადრეული გაფრთხილების სისტემებს; დაგეგმილია საერთაშორისო სასწავლო კურსები.
პროექტი Co-NatureGuard ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიების მართვის გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას და ტყის ხანძრების პრევენციის სისტემების გაძლიერებას შავი ზღვის აუზის რეგიონში.
პროექტის სრული ბიუჯეტია 1,665,494.72 ევრო, საიდანაც 1,498,945.23 ევრო (90%) გამოყოფილია ევროკავშირის მიერ Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში.
ეს პუბლიკაცია შეიქმნა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ამ მასალის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ავტორ(ებ)ს. ამ მასალის შინაარსი სავალდებულოდ არ ასახავს ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას. რეპროდუქცია დასაშვებია, თუ მითითებულია წყარო და ნებისმიერი ცვლილება.
