დაცული ტერიტორიების სააგენტო ოთხი დაცული ტერიტორიისთვის ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობას გეგმავს

 დაცული ტერიტორიების სააგენტომ ტანას აღკვეთილის, ერუშეთის ეროვნული პარკის, რაჭის ეროვნული პარკისა და კვერეთის აღკვეთილისთვის ვიზიტორთა ცენტრებისა ადმინისტრაციული შენობების მოსაწყობად სამშენებლო კომპანიის შესარჩევი ტენდერი გამოაცხადა. ინიციატივა ითვალისწინებს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული შენობების, ვიზიტორთა ცენტრების, გარე სივრცის, მათ შორის საფეხმავლო ბილიკების ქსელისა და ტურისტული თავშესაფრების ინფრასტრუქტურის პროექტირებასა და მშენებლობას.

   ტენდერთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.

 ინიციატივა ხორციელდება პროექტ „ ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“-ს (BSLD) ფარგლებში. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი, ხოლო ტექნიკურ მხარდაჭერას საერთაშორისო ორგანიზაცია GOPA.