დაცული ტერიტორიების სააგენტო 3 დაცული ტერიტორიის ზუსტი საზღვრების დასადგენად კომპანიის შერჩევის პროცედურებს აგრძელებს

დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ეხებოდა საკონსულტაციო კომპანიის შერჩევას 3 დაცული ტერიტორიის (რაჭის ეროვნული პარკი, კვერეთის აღკვეთილი და ტანას აღკვეთილი) ზუსტი საზღვრების დასადგენად, მონაწილე კომპანიამ ვერ დააკმაყოფილა წინასაკვალიფიკაციო მოთხოვნები და შესაბამისად ტენდერი ჩაშლილად გამოცხადდა. აღნიშნული მომსახურების უზრუნველყოფისთვის გამოყენებულ იქნება შესყიდვის განსხვავებული პროცედურა.

 

ინფორმაცია აღნიშნული ტენდერის ჩაშლის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე.

 

რაჭის ეროვნული პარკის, კვერეთის აღკვეთილისა და ტანას აღკვეთილის ზუსტი საზღვრების დემარკაცია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ პროექტ „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში” ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს გერმანიის მთავრობა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW). პროექტის განმახორციელებელი პარტნიორია საერთაშორისო ორგანიზაცია GOPA.