დაცული ტერიტორიების ამსახველი ფოტოგამოფენა თსუ-ში

დაცული ტერიტორიების ამსახველი ფოტოგამოფენა თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით დაცული ტერიტორიების ამსახველი ფოტო გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ პარკებში, ნაკრძალებსა თუ აღკვეთილებში არსებული ბიომრავალფეროვნებისა და უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის ამსახველი 80 ფოტო ნამუშევარი.

აღნიშნული ღონისძიება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ რატი ჯაფარიძემ გახსნა. ღონისძიებას უნივერისტეტის რექტორატი, სასწავლებლის სამეცნიერო და გეოგრაფიის დეპარტამენტების ხელმძღვანელები, ასევე მოსწავლე-ახალგაზრდობა და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

აღნიშნული ფოტოგამოფენა 4 აპრილამდე გასტანს და მისი მიზანი დაცული ტერიტორიების პოპულარიზაცია და ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნების დაცვის სფეროში, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.