ხანძარი ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ტრადიციული გამოყენების ზონაში

ხანძარი ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ტრადიციული გამოყენების ზონაში

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ცნობით, 2014 წლის 21 თებერვალს ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში, კერძოდ კი ნათლისწყლის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 700 ჰა ფართობის სასაძოვრე ბალახის საფარი განადგურდა. ხანძრის ლიკვიდაციისათვის მობილიზებული იქნა დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების სრული შემადგენლობა და სახანძრო-სამაშველო სამსახური, რომლებმაც ხანძრის კერის ლოკალიზება 8 საათში მოახერხეს. შედეგად, პარკის ტერიტორიაზე არსებული არიდული მეჩხერი ტყის საფარი დაზიანებას გადაურჩა, ხოლო თავად დაცულ ტერიტორიას კი ზარალი არ განუცდია.

ხანძრის გამომწვევ მიზეზად ადგილობრივი მწყემსის - ნოდარ ჯიხოშვილის მიერ საძოვრის  გაუფრთხილებელი მოპყრობა დასახელდა. მსგავსი სახის ფაქტები უკანასკნელ წლებში სულ უფრო მასობრივ ხასიათს იღებს, რაც სათანადო რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. შესაბამისად,  აღნიშნულ ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა და შემდგომი ძიებისთვის დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოს გადაეცა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 76–ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ტყის მოსპობა, ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების, ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად, აგრეთვე, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვება ტყეში ხანძრის გაჩენა, ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, გამოიწვევს ასიდან ორას ლარამდე ოდეონების ადმინისტრაციულ ჯარიმას.