2025 წლის განმავლობაში დაცული ტერიტორიების შექმნის სამუშაოები მასშტაბურად საქართველოს 7 რეგიონში მიმდინარეობდა: რაჭაში, ლეჩხუმში, სვანეთში, გურიაში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში

2025 წლის განმავლობაში დაცული ტერიტორიების შექმნის სამუშაოები მასშტაბურად საქართველოს 7 რეგიონში მიმდინარეობდა: რაჭაში, ლეჩხუმში, სვანეთში, გურიაში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში.
კერძოდ:
რაჭა – დაგეგმილია რაჭის ეროვნული პარკის გაფართოება 4 759 ჰექტრით; ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდება დაცული ლანდშაფტი.
ლეჩხუმი - დაგეგმილია ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლებისა და აღკვეთილის დაარსება.
გურია – მიმდინარეობდა სამუშაოები დაცული ტერიტორიების გაფართოების შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
სვანეთი – დაგეგმილია სვანეთის დაცული ტერიტორიების დაარსება
სამეგრელო – დაგეგმილია ეგრისის ეროვნული პარკის დაარსება.
კახეთი – გურჯაანის, თელავისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, დაგეგმილია ეროვნული პარკისა დადაცული ლანდშაფტის დაარსება.
იმერეთი - რიონის აღკვეთილის დაარსება ფართობზე.
ამჟამად, საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი შეადგენს 929 996 ჰექტარს, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13.34%-ია.
ახალი დაცული ტერიტორიების დაარსებისა და არსებული ტერიტორიების გაფართოების შედეგად, დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი დაახლოებით 220 000 ჰექტრით გაიზრდება და 1 150 000 ჰექტარს მიაღწევს, რაც საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 16.4%-ს შეადგენს.