2025 წლის 19 მაისს, 12:00 სთ-ზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოში (ვლადიმერ წითლანაძის შესახ. 1 #1) კოლხეთის ეროვნული პარკისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიების წყლის რესურსების მართვის გეგმის...

2025 წლის 19 მაისს, 12:00 სთ-ზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოში (ვლადიმერ წითლანაძის შესახ. 1 #1) კოლხეთის ეროვნული პარკისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიების წყლის რესურსების მართვის გეგმის დოკუმენტების საჯარო განხილვა გაიმართება.
დაცული ტერიტორიების წყლის რესურსების მართვის გეგმის მიზანია დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებული წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის უზრუნველყოფა, რაც ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე ბიომრავალფეროვნების მდგომარეობის გაუმჯობესებას, სახეობების კარგვისა და ჰაბიტატების დეგრადაციის შეჩერებას.
აღნიშნული დოკუმენტები შემუშავდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის ერთობლივი პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოტონის“ ექსპერტების მიერ.
დოკუმენტები მომზადდა ეროვნული კანონმდებლობის, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, სტრატეგიის განმსაზღვრელი დოკუმენტებისა და საერთაშორისო დონეზე აღიარებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და დირექტივების გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, ჯავახეთისა და კოლხეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებთან, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, საჯარო და არასამთავრობო უწყებებთან, ადგილობრივი თემების წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით.
მენეჯმენტის გეგმის სანახავად ეწვიეთ ბმულს
საჯარო განხილვაზე დასწრების მსურველებს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@apa.gov.ge