1 აპრილიდან ნავენახევის მღვიმე „ევროპული ახალგაზრდული ბარათის პროგრამაში“ ჩაერთო. აღნიშნული ბარათი მფლობელებს შესაძლებლობას მისცემს მღვიმის მონახულებისას სპეციალური პირობებით ისარგებლონ

1 აპრილიდან ნავენახევის მღვიმე „ევროპული ახალგაზრდული ბარათის პროგრამაში“ ჩაერთო. აღნიშნული ბარათი მფლობელებს შესაძლებლობას მისცემს მღვიმის მონახულებისას სპეციალური პირობებით ისარგებლონ.

ევროპული ახალგაზრდული ბარათი არის ახალგაზრდებისთვის შექმნილი შესაძლებლობების ბარათი, რომელიც ევროპის 40 ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს.

ნავენახევის მღვიმეში სამოგზაუროდ, ბილეთის შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ პლატფორმაზე www.guru.ge, ასევე ნავენახევის მღვიმის ვიზიტორთა ცენტრში. ორივე შემთხვევაში აუცილებელია ევროპული ახალგაზრდული ბარათის მონაცემების მითითება.

ნავენახევის მღვიმე იმერეთის რეგიონში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავენახევში მდებარეობს.

მღვიმე ვიზიტორებისთვის ღიაა ყოველ დღე,10:00-დან 17:00 საათამდე.