1 აპრილიდან 1 ივლისამდე სამუხის ველზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება
1 აპრილიდან 1 ივლისამდე სამუხის ველზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება
მიმდინარე პერიოდში, სამუხის ველზე ქურციკების მე-12 თაობის დაბადებას ველოდებით.
სწორედ ქურციკის გამრავლების აქტიური პერიოდიდან გამომდინარე, 1 აპრილიდან 1 ივლისამდე სამუხის ველზე ვიზიტორთა გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. მოგზაურობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ მარშრუტზე, ავტომანქანების ლიმიტირებული რაოდენობით.
აღნიშნული შეზღუდვა მიზნად ისახავს ქურციკების და პატარა ლიკლიკების უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და სტრესის მინიმუმამდე შემცირებას.
ქურციკის, იგივე ჯეირანის აღდგენის პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით, გერმანიის მთავრობის (KfW) ფინანსური მხარდაჭერითა და აზერბაიჯანის მთავრობის აქტიური ჩართულობით წარმატებით ხორციელდება. დღეისათვის მათი რაოდენობა 500-ს აჭარბებს.
